↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პაოლო იაშვილს

რობაქიძე გრიგოლ

2023-05-121 წთ საკითხავი8519 ნახვა

—
ჯადოქარობით ეზიარე ირანელ დავრიშს,სავნებო ცეცხლით შეიზარდე მზის თაყვანებაკაფეს ხმაურში გამოსჭერი ლაღი ზმანებანათალი ლექსი უთავაზე პარიზს და თავრიზს.
გიყვარს ტოღობა თავადობა ამაყი მთვარისთან გეხამება ჯამბაზური შენ გაქანება.ხან უცნაური, ქედმაღალი, ურჩი, თავნება,გშვენის ყივილი და ნავარდი დაჭრილ კენტავრის.
პოეზიაში შემოიჭერ როგორც ბანდიტი,ერთი შეძახით შეარყიე მრავალი ტახტიუდარდო ხელით მოაბნიე თვალ-მარგალიტი.
შორს გადისროლე მოელვარე მაგარი ლახტი.მხოლოდ სიმთვრალე შაირისა გულით დაინდემოწითურ რაშსა მიაქანებ თეთრი რაინდი.
1919
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი