↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ტანს გეტმასნება სველი ალერდი

რობაქიძე გრიგოლ

2010-08-121 წთ საკითხავი8518 ნახვა

—
ტანს გეტმასნება სველი ალერდი.ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.და აზიდული მაღალი მკერდითმიეფინები მწვანე ეზოებს.დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნიდა ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -და ატევრილი ,სხეულმზიანი,როგორც ავაზაშენ ტანმხურვალიდაეძებ კუროს -რომ დაგიურვოს...გხედავ და ვიცი: შენი კუნთებიდათესლილია ჩემი სურვილით.წამოვიწევი... შენ გაბრუნდებიგადალეწილი მხეცის წყურვილით -და გავარდები...დაგედევნები...თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,მეც დაგეწევი და ცხელწვივიანსაგიყვან ხელშიდა გადაგისვრი დიდ საწნახელში -რომ შენი ტანით დავსრისო მაგრადმწიფე მტევნები...მაგრამ თვალები -თვალები - თვალები: -უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.ათასი ქალი და ყველა მრუში.აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.და შენი თმების წითური მორგვითმიგაკრავ მაგრადცხენის ძუაზე...მაგრამ თვალები -თვალები - თვალები:ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!ნელი და ტკბილიქვემეფინები -რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.აგამზეურებ როგორც შუბის ტარსირუბაქიძისდა ერთხელ კიდევგასუდრულ მტევანსგაგშოლტავ ლოშნით ...
რობაქიძე გრიგოლ

რობაქიძე გრიგოლ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი