პოეზია · ლირიკა
ავტომადალიონი
პასუხად პაოლოს
ჩემი ღერბია დიონისოს მედალიონი.ცეცხლით სწერია: მოხარული საშურო ხმალზე.ჩემთვის ხალისობს სიხალისით თვით ალიონიდა მელის მუდამ მზიურ საქმროდ მე სილამაზე.დღეს დაღვენთილი, დათენთილი მე ვფიქრობ სხვაზე,დღეს თუ არ ლაღობს ჩემთვის თეთრი ნელი სიონი:იცოდე მისთვის: რომ ავლესო სანატრიონიდა ქვეყნის ბედი გადავტეხო ჩემს ხერხემალზე.ჰელადის შვილი ვარ ერთგული მე ”ამორ ფატის”,სავნებო სხვერპლად გამზადილი, ვით სავსე თასი.და თუნდ რაინდი ცხოველი მზე სულ დაიფუტოს:თასზე თასს ვამსხვრევ, რომ ავმართო კიდევ ათასი.თავაღებული: მე სარკე ვარ ყველა თვალებისდა მასკა ჩემი ქერქი არის მხოლოდ ცვალების.