↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტოობა

გიორგაძე ქეთევან

2026-07-181 წთ საკითხავი915 ნახვა

—
ამოიკივლებს მარტოობა მშრალი ყელიდანვერ დაიურვებს პატარა და მთრთოლვარე ხელი...მე მომეჩვენა მარტოობა ჩვენს თვალებს შლიდადა საზვარაკოდ მივანებე ჩემივე ყელი.
მე მომეჩვენა უმწეობაც ჩვენს თვალებს შლიდადა შენს თვალებში გადამქონდა ფერიდან ფერითეთრი ბატკანი მობაკუნდა მოწითნო მზიდანშემომბღავლა და ამილოკა მთრთოლვარე ყელი.
ყელს ამოჰქონდა ჩვილი გრძნობა და შიშვლად ზრდიდამე ვიყავ თიხა ჩემი ყელის სისხლივით ცხელიო, ჩემი ნეკნი მოცახცახე და ერთი ციდაკვლავ შენში იყო ოდითგანვე ჩემი და შენი.

გიორგაძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი