↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შენ ინატრე

გიორგაძე ქეთევან

2026-07-181 წთ საკითხავი915 ნახვა

—
შენ ინატრე ბოშა ქალის ბედი,ხეტიალი და სიკეთე ღმერთად,რომ მოგეკლა ჟინი მეტისმეტი,სიყვარულის ქცეულიყავ ფერფლად.შენ ინატრე მარჯნის მძივი ყელზე,-ამ მძივივით მოლიცლიცე ღამედა შენ გსურდა კოცონების შუქზესიყვარული დადნობოდა თვალებს.მზის ხილვებში ბოშა დგამდა კარავს,აწყვეტილი სიმით რეკდნენ ზარებს,და მიჰქონდა წუთებს ღამის მპარავსშიშველ ტანზე არეკლილი მთვარე.

გიორგაძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი