პოეზია · ლირიკა
* * * დე, ცხელი სისხლით მახვილთან მხმობდეს
დე, ცხელი სისხლით მახვილთან მხმობდეს,დაუღამები ყველა წადილი.მიწვდეს ხავსიან, შიშიან ლოდებსიქ ამოვაძრო სიქვდილს მახვილი.ო,მაშინ მინდა შენს თვალწინ ვთრთოდე,მარადიული და წამდათვლილი,დაუღამები თვალები მოგწვდეს,დაუღამებმა გამცნოს სახმილი,დაუღამები თვალები მქონდეს,დაუღამები ყველა წადილი...გადაგიშალო ვარდისფერი გზაძველი ფრესკიდან ხელებგაშლილი...ო, როგორ მინდა შენს თვალწინ მოვკვდე,იქ ამოვაძრო სიკვდილს მახვილი.