პოეზია · ლირიკა
იქ სიცოცხლეო
რაღაც ამომაქვს ამ სუნთქვიდან, რაღაც ამომაქვს,მარქვი, სიცოცხლევ შენს ბაგესთან ნუთუ ვიღლები,მზეს დაჯვარული ტკივილებით სისხლში ამოჰყვაშეთრთოლებული, შეთრთვილული თოთო კვირტები.მე გაჭდობ ხელებს, მომაშორე ბაგესთან მდურვასხვა საპოვნელა არ ყოფილა, არც გზა საპოვნიგზებზე თვალები გადასცქერის სამყაროს მწყურვალსმზეზე თვალები მიფენია თვალებდატბორილს.ისე უცხო ვარ, ისე უცხო, ასე მგონია,ნამგალა მთვარემ ჩამომსხეპა სადღაც თხემიდან.და რადგან ფრთები არ ჰქონია აქ ჩემს ბორიალს,ვიღაც სტრიქონებს მკარნახობდა გადარჩენიდან,ჰო, გაჭდობ ხელებს, ვეძებ ჩემში იმ ცხელ ფორიაქს,რომელიც შენგან ჩემში იყო, არა ნაპოვნი,და თუ სამყაროს სისხლიანი მკერდის ზოლი აქვს,იქ სიცოცხლეო, მიმაშანთე ცხელი ამბორით.