პოეზია · ლირიკა
არაგვს
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
სად დაგიჩოქო, არაგვო,რომელ ტალღაზე გემთხვიო,თუ მუხლის ჩოქით ამოგყვე,სათავეს გადავეხვიო.შენი ნაპირის ლოდებიმინდა, ჩავიწყო გულშია,თუ სათავემდე ვერ მოვე,დაგხვდები ანანურშია,ჭრელ ღილად დაგეკერებიმაგ მოლივლივე სულშია.