პოეზია · ლირიკა
არაგველები
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
სიზმარში ვნახე,როგორც ცხადში,საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა;გალაღებული სახე მქონდა,გულით ვხარობდი,მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.სიზმარში ვნახე,როგორც ცხადში,საიქიოშიწინ სამასივე არაგველი შემომეგება!აქამდის სად ხარ?მკითხეს ერთხმადდაუცებ შევკრთი,გამომეღვიძა...მდუმარებით შემომხედესქართლის ქედებმა;იცრიცებოდა გარიჟრაჟი,ასე მეგონა:ჩამოლეული საქართველოსადაცაა ხერხემალში გადატყდებოდა.თვალი დავხუჭედა გუმანითსაიქიოს კარებს შევძახე:_ ჰეი, გამოდით, ქართველებო!საქართველოს უჭირს ძალიან,გამოგვეშველეთდიდ ომებში ნასახელებნო,გამოგვეშველეთ,არაგველებოო!..