↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "უნდა მენატრებოდე"

ოთარაშვილი ვაჟა

2026-07-181 წთ საკითხავი2031 ნახვა

—
უნდა მენატრებოდე, რომ არ ჩაქრეს კოცონი,სიზმრებს უნდა ველოდო,როგორც ღვთიურ სასწაულს...უნდა ვეომებოდე დარდებს,გულზე მოწოლილს,რომ შენს თვალებსროგორმე სიყვარული ვასწავლო...ჯერ მე უნდა დავიწვა მეტეორის წამებით,ჯერ მე უნდა შევასკდეკლდეებს, ქარით ალესილს,სულში უნდა მტკიოდეს უხილავი გამები,რომ შენს სხეულსროგორმე შევაჩვიო ალერსი...ჯერ მე უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან სულეთში,პირველმა გამოვცადო დედამიწის სიგრილე,რომ შენ მიხვდე,სიცოცხლე არ ყოფილა სულერთი,ჩემამდე და ჩემს შემდეგ, არ ყოფილა იგივე...

ოთარაშვილი ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი