პოეზია · ლირიკა
*** "გაივლის დრო და..."
გაივლის დრო და... თაობები შეიცვლებიან,დაილექება დასალექი ოქრო და რკინა...ა, იმ ქედებზე პაპიჩემის პაპის ძვლებია,და ბერ თევდორესხავსმოდებულ საყდარში სძინავს...გადაწინწკლულან ყაყაჩოთიქართლის ველები,თურქთა ჯარივითჩამომდგარა თრიალეთს სიცხე,ჩაუყვანიათ ნოსტელ ბიჭებს წყალზე ცხენები,გააგელვებენ, მერე რაშებსრკონისკენ ფიცხელ...ა, იმ ქედებზე, პაპიჩემის პაპის ძვლებია,ქარმა ნისლები საფლავებთან მიაფარფატა...გაივლის დრო და... ეგ ბიჭებიც დაიზრდებიან,კაცმა არ იცის, ვინ იქნება მათში პაატა...