პოეზია · ლირიკა
*** "მოგონება დაღვენთილი სევდებად"
მოგონება დაღვენთილი სევდებად,თვალებშიაც ცრემლებს ააელვარებს...იქნებ ჩვენი სიყვარულიც ბერდება,როგორც თოვლი უბერდებათ მწვერვალებს...რეკდა ჟამი _ ცისფერი მისტერია,ბიჭს და გოგოს ერთურთს ანაცვალებდა...გადაჭრილი სიცოცხლის არტერია,თუ მზის ჩასვლა _ ჩვენი გარდაცვალება...ხატების წინ აღვლენილი ვედრება,ვერ აოკებს სულს _ შმაგსა და მღელვარეს...სიყვარული _ არასოდეს ბერდება,მხოლოდ თოვლი უბერდებათ მწვერვალებს...