↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "ხეები ხორუმს ცეკვავდნენ ქარში"

ოთარაშვილი ვაჟა

2026-07-181 წთ საკითხავი2030 ნახვა

—
ხეები ხორუმს ცეკვავდნენ ქარში,ჩახვეულები ხმელი ხელებით...მიჭიხვინებდა ქურანა რაში,თავდავიწყებით და გახელებით...მზე ჩადიოდა და მეწამულისარტყლით შეეკრათ გორებს შუბლები...როგორც ქალწულის სახე ალმურით,აწითლებული ჩანდნენ ღრუბლები...მიჭიხვინებდა უმხედრო რაში,(გორების იქით სიკვდილი თვლემდა...)ხეები ხორუმს ცეკვავდნენ ქარში,ქარს აყოლებდნენ ფოთლების სევდას...

ოთარაშვილი ვაჟა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი