პოეზია · ლირიკა
ძველი ტიბეტური ხალიჩა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
ეგ შენი სული, ჩემი რომ უყვარს,გადაქსოვია მას ხალიჩად ძველტიბეტურად.
სხივი სხივშიგან,ნაირ-სწორფერ ფერთა ფერება,
ვარსკვლავები, ერთი-მეორესრომ აღელვებენ, ცის მანძილზე, დაუბერებლად.
ტერფები ჩვენი ეხებიან ძირს ძვირფასეულსუთვალავთვლიანსდათვალშეუვლებადშორეულს.
ტკბილო ლამას ძევ,მუშკ-ამბრის ტახტზე,სთქვი, რა ხანია, ბაგე შენი კოცნის ჩემს ბაგესდა ღაწვი ღაწვთან ათასფერად ჟამებს ატარებს?