↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)

ლასკერ-შიულერი ელზე

2012-08-121 წთ საკითხავი701 ნახვა

—
ყველაზე თეთრი ვარსკვლავი მღერისმკვდართა სიმღერას ივლისის ღამით,სიკვდილის ზარის ხმა ჩამოისმისვარსკვლავიდან ივლისის ღამით,რომ ეფერება სახურავს სახლის,ნესტიან-გრილიხელია ღრუბლის თითებით ჩრდილის:......ეძებს დედაჩემს.
და ჩემი სიცოცხლის ვიგრძენი სიშიშვლე,რაც დედის ქვეყანას ტოტივით ჩამოტყდა,არც როდის ყოფილა ესოდენ ღატაკი,მხოლოდ დროის ხელში და დროის ამარა,თითქოს ვირხეოდე თეთრი დღის გადაღმა,გაბმული რუხ ქსელში მარტოობებისა, -ორ დიდ ღამეს შორის, ბოლო რომ არა აქვს ......ო, ღმერთო! ამოგძახის შორიდანჩემი ეს ბავშვური, ველური ვაება!დედა შინ წავიდა: მომიკვდა.

ლასკერ-შიულერი ელზე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი