პოეზია · ლირიკა
ვიცი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
ვიცი, რომ მალე აღარ ვიქნები,უკვე ყველა ხე ანთია ირგვლივ,დიდი ხნის ნანატრ ივლისის კოცნის
შემდეგ დაბერდნენ ჩემი სიზმრები.უფრო მწუხარე ბოლო არ იცისჩემი ლექსების არცერთმა წიგნმა.
შენ წყვეტ ყვავილს და მომიძღვნი სალამს,მე იგი უკვე კვირტში მიყვარდა,მაგრამ, ვიცი, რომ მოვკვდები მალე.
ჩემი სუნთქვაა უფლის მდინარესპეპელასავით რომ დაჰფარფატებს,ო, რა ჩუმად ვდგამ ფეხს სამუდამოსამშობლოს გზაზე...