↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნეაპოლში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
სიკვდილს მე როდი შევუშინდები,იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა.მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.
აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,არც ეს მაისი, არც პოეზია.მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი