↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ნაწყვეტი ძველი წერილიდან

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95272 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ციციკარის ქუჩებს ედოჯავშნიანი ბაცილები...და უფრო შორს, გაცილებით,სჩანდა ჯარის ნაწილები.მანჯურიავ, შენ იმ თავითიცი წვიმა, იცი ქარი,რკინისგზებთან მღელვარებდაანანძი და ციციკარი.ამ თავსხმაში, ამ გრიგალშიჰქროდა ცხენოსანთა ჯარი,მედიდურად ზღვას გასცქერდაყალხზე მდგარი ციციკარი.ამ თავსხმაში და ამ ქარშიხალხი მოდგა, როგორც ზვავი,ამზადებდა მშხამავ გაზებს,ტყვიამფრქვევი, თვითმფრინავი.შეტრიალდა ის დრო, უცებმათ დააცხრა სულ სხვა ჯარი,და სხვაგვარი ომით შესძრატოკიო და ციციკარი.მწამს შებრუნდა იარაღიახალი გზით ძალმომბერი,გაჩნდა მხარე, რომლის დიდისახელია - ოქტომბერი.
1931
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი