პოეზია · ლირიკა
აპეურები
გოდერძი ჩოხელი 1954–2007
დღისა და ღამის გასაყართან მაბრუნებს ბედიდა ქედზე მძიმე უღელი მადგას.წაჭერილი მაქვს აპეურები:თეთრი და შავი _ორი ფერის გამძლე ბაწარი.უნდა ვიბრუნო, ვიტრიალო და როგორც ხარმა,ქვამარილივით გაცრეცილი დღეები ვლოკო.არ გამომხსნიან ამ უღლიდან, სანამ ჩემს ქედზეარ გაილევა, არ გაწყდება დღის აპეური.შემხსნიან მერე შავ ბაწარსაც დამოწყურებულს შორს წამიყვანენ,დავიწყების მდინარეზე წყლის დასალევად...დღისა და ღამის გასაყარშიღამის მეხრეს გამაყოლებენ.თვალს გამაყოლებს შემოქმედი დაჩვეული სიდინჯით იტყვის:ღვინია ხარმა თავის წილიკალო გალეწა..