↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია

გოდერძი ჩოხელი 1954–2007

2013-05-121 წთ საკითხავი18874 ნახვა

—
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს.ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,საწუთრო ჩემზე ისე ბალახობს,როგორც უღელში ნაბამი ხარი.დავალაჯუნებ დედამიწაზე,ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,სადღაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი..
გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი