პოეზია · ლირიკა
* * * გზად ყივჩაღივით ბობოქრობს ღამე
გზად ყივჩაღივით ბობოქრობს ღამე,უბელო ცხენებს ვადარებ სურვილს,ყივჩაღო! ერთხელ მეც მთხოვე რამემოდი ერთხელაც მიჭმიე პური.თუმც სასიკეთოდ გიწვევ ტაბლასთან,ვიცი სურვილი გათავხედდება,ვერ ვიტან გრძნობებს, ხეებ გადამხმარს,შენს სიველურეს ვანდობ ვედრებას.დაფლითე უგზოდ დაყარე გზებზეგრძნობა ნათმენი, ნაწილ-ნაწილი,მინდა სისხლისფრად ავენთო მზეზესული ყიოდეს არამარტვილი.რის თხოვნას ჩემთვის კრძალავს ქალობარა თხოვნაც შენთვის არის ადვილი.მე დამიფარავს ამორძალობა,როგორც გარდაცვლილ ქმარის აჩრდილი.და ჰქვია ალბათ ამ ჩემს სათხოვარსმიპატიჟებას_ შეიბ მახვილი!პირველყოფილი გრძნობით ამოვასარკოფაგიდან მზე გარდაცვლილი.მოლოდინს იად დაეფინებამზეგადასულთა ცრემლი დაღლილიდა ჰქვია მაინც ყველა სატკივარს,ყველა სათხოვარს_ შეიბ მახვილი!