პოეზია · ლირიკა
ურითმო ფიქრები
გონებით აწონილიჩემი ურითმო ფიქრები ისე მიიპარებაინტერნეტში,როგორც სიყვარული,რომელიც დიდი ხანია ჩვენი თვალებიდანგავაძევეთ,გ ა– ვ ა –ძ ი –ძ ა– ვ ე თ.უკვე აღარ ვიყავით კეთილები,მაგრამ თავისმართლებისთვის ყველას სჭირდებაკეთილი ძიძა,რომ საკუთარი თავიდანაცარ გავძიძავდეთ.წლები გასულან...მომნატრებიხარ სიყვარულოთბილი კურცხალით,ბავშვის თვალებით, რითმიან ლექსშიაუზომავი, აუწონავი და უძიძაო...მომნატრებიხართ ისეთები როგორებიც ხართ–მზერანათელი, უეჭვო და დაუბინდავი...
დრომ ჩვენს გრძნობებთანმზა მორალით წაუმკითხავავერ ვაკაკუნებ თქვენს კარებთანდაუკითხავად.