↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გადაუფრინა სულმა იმედებს

გიორგაძე ქეთევან

2026-07-181 წთ საკითხავი908 ნახვა

—
გადაუფრინა სულმა იმედებს,აქ უწყლო თევზის ვარ მეტაფორა,ვერ მივფართხალდი მღვრიე ნაპირთანჩემო, სიცოცხლის გადასარჩენად.... და რადგან მაინც შენდამი გრძნობაჩემო სამშობლოვ, სულ იყო მუნჯი,ჩემს ერთადერთ ძეს და იმედობასძირს და ძეობას დავარქვი ქუჯი.... ვერ დავრჩებოდი უსახო ქალად,თითქოს წარსულში გაშეშდა ფუნჯი.და მაშინ როცა მიკლავდით ქალაქსკაი ყმის არაკს ვუთხზავდი ქუჯის.... და იძრა სისხლი სიცოცხლისაკენ,სიკვდილისკენაც დაიძრა სისხლი,მე ვკანკალებდი სისხლიან ზოლთანდა სიკვდილიდან სიცოცხლედ ვიშვი,იქ გავამრთელე დედობა ჩემი,_ ზღვარდადებული ჩემივე ჯიში.... და მე ვკანკალებ სისხლიან ზოლთანნისლად ქცეული კაი ყმის სისხლში.

გიორგაძე ქეთევან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი