↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * თვითეული პოეტი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-132 წთ საკითხავი95285 ნახვა

—
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
თვითეული პოეტიახლა ინჟენერია,ახალ დღეთა აგებამის დროშაზე წერია.სწორზე უსწორესი დროდანთებული ვადითა,არ ჰგავს იმ მდინარებას,სიმშვიდე რომ ადიდა.შექმნა, გამოგონებათუმცა ძნელზე ძნელია,ახლანდელი პოეტიცგამომგონებელია.თვითეული პოეტინამდვილ საქმეს აკეთებს -ის შლის ლექსთა ფართობებს,მიტოვებულ ნაკვეთებს.იგი რევოლუციურდროის ბარომეტრია.თვითეული პოეტიყურადღების ცენტრია.თუმცა ეს ყურადღებამუნჯი არის, ფარული,მასში თანაგრძნობააჩვენი, პროლეტარული.თვითეული პოეტიმებრძოლია მშრომელი,მუდამ შეგნებული დამუდამ დაუცხრომელი.ის შრომობს და არ ჰყვედრისგარემოს უენობას,მშვენიერს და უმაღლესსროცა აგებს შენობას.ეს შენობა ძლიერიმისი აგებულია,მაგრამ იქ ბინადარიმხოლოდ მასის გულია.თვითეული პოეტიგრძნობს, რომ ეს ენერგიამილიარდ გატაცებისერთი პირმშო ნერგია.იგი ზღვა ელექტრონისლამპების ციმციმია,მისი მეგობარიატექნიკა და ქიმია.ლექსი შემოკლებულისივრცე არის დროისა,მკვეთრი გამოძახილიახალ სამყაროისა.როცა კლასი თავისადჩასთვლის გამოგონებას,ზოგიერთი უწოდებსდაჩაგვრას და მონობას.შევქმენიო მშვენებადიდი, ხელუწვდომელიდა ჩემს შემოქმედებასთვისად სთვლისო რომელი?თვითეული პოეტიგრძნობს - ეს არის დარებაუმაღლესი, ნამდვილიმისი აღიარება.ზოგს სხვაგვარად ჰგონიადა მხოლოდ ეს ახელებს,მასა მის ხმას იყენებს,მას კი არ ასახელებს.რა დროს ვისმე ძებნაა,ძებნაში ვინ გაერთო,შენიც, ჩემიც, იმისიც,ყველასია, საერთო!გონიერი პოეტიგრძნობს - ეს არის დარებაუმაღლესი, ნამდვილიმისი აღიარება.თვითეული პოეტი,პირმშო გარემოისა,არის ახალთახალიკაცი ახალ დროისა.ახალ ადამიანშიუდიდესი ისაა,რომ ის არა თავისი,არამედ მასისაა.და ეს არის ახალიდარის გამოდარება -უდიდესი, ნამდვილიმისი აღიარება.თვითეული პოეტიძველით მით განერჩევა,რომ ის მასობრივობასთანდათანად ეჩვევა.მასას არ ენატრებანისლი ძველ სიმბოლოსი.ძველი არც იბადებადიდება და კოლოსი.იგი არც საჭიროაცივი, მიეთ-მოეთი,საზიზღარი რუტინა,შურიანი პოეტი.შური, გაუტანლობაძველი დროის სხვა არის.მაგრამ დამკვრელობა დაშეჯიბრება სხვა არის.აქ ზოლივით იშლებამიგნებათა მორევი,აქ არ გამოიხარებსგრძნობა ნამეორევი.ეს კარგია, როდესაცკვდება ძველი ციფრები.მაშ, ძირს შური! საქმისთვისსაქმეს შეეჯიბრები.თვითეული პოეტიახლა ინჟენერია,ახალ დღეთა აგებამის დროშაზე წერია.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი