↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** დალევდა კაცი რაიმეს

ნადირაძე ნინია

2023-04-132 წთ საკითხავი3247 ნახვა

—
დალევდა კაცი რაიმეს -ვფიქრობ და ზეცის მინაწერსვსუნთქავ. გაფორმდა ყაიმი.გიყურებ ასეთ მზერაცვლილს.ასეთ ღამეში მინიმუმ,სტრიქონს დაწერდა ტერენტე,ქარებს, ალესილს მინიდანერთ ლექსში მაინც ვერ დატევ.ვფიქრობ ასე და გიყურებ,ვისკის ჭიქიდან მოგზომე...გონებამ თუ წამიყრუა,გული გასცდება მოზომილს.კვამლში გაგიდგამს ფეხები,მე კი ტანიდან გავედი,მზერით საათებს ვეხები,სიგრძედებსა და განედებს.დალევდა კაცი ასეთ დროს,დალახვროს ეშმამ, ვმარცხდები!როგორც ნასვამი არტისტი,როგორც განცდილი განცდები...ვტოვებ ქალაქის სინათლეს,ვტოვებ დახატულს, დაწერილს,გავცდები ათას ნათქვამს დაგაუწირავს და განწირულს,ეშაპოტებზე გაწოლილთ,ამპარტავანთ და თავმდაბალთ,თვალებდახუჭულთ, გახელილთ,უნანიებელთ...ჯანდაბა!უკვდავო! ისე მიყურებ,თითქოს ამ ცოდვებს გიმხელდე,ლექსებით თან გაგიყოლებ,პოეტი ვარ და მიფრთხილდი!არ შეგიყვარებ ასეთ მშრალს,დაგსჯი ძარღვიან ფრაზებით.პოეტი ვარ და რა მიშავს,ბოლოს თუ მარტო დავრჩები.დალევდა კაცი ასეთ დროს,მარტინის, ვისკის, არაყსაც...წარმართიც ვარ და ასეთიც,მეამბოხე და ამაყი.თეთრი დროშები დავუშვი,გავცდი საზღვრებს და ლიმიტებს,დავლევდი ასეთ ღამეში,პოეტი ვარ და იმიტომ!მოუჩანს მზეს ნატყვიარიღვიძლთან და ცოტა ბარბაცებს.გტოვებთ და მიწა ტრიალებს,ისევ ტრიალებს და ბაციმეტაფორები ქრებიან...ჩემს ხელისგულზე ღარები,თქვენი სიცოცხლის გზებია.გტოვებთ და არც მებრალებით...მივდივარ, გითმობთ უკვდავებს,ყრუ-მუნჯ აჩრდილთა საუფლოს.წავალ, დავდგები ჩემს მთაზეჩემს ღმერთთან გავისაუბრებ.

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი