↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** ვდგავარ მარტივად

ნადირაძე ნინია

2023-04-131 წთ საკითხავი3249 ნახვა

—
ვდგავარ მარტივად, სულ მარტივად ვდგავარ. ფანჯარა.მინდა მოთოვოს ამ მაისში, მინდა, რომ მოთოვოს, რომ არცერთი, სულ არცერთი ქუჩა არ ჩანდეს,არ ჩანდეს ქარი, ეს ხეები, მეზობლის მოტო,რომ არ მიმზერდეს იმ ფანჯრიდან სპარსული კატა,და ის ბიჭუნაც, დიდ ურნასთან, ლურჯი ბოტებითარ იდგეს იქ და არ ეძებდეს არაფერს. ფარდაირხეოდეს და თოვლის სუნი, როგორც მოტივიამ ფარდისრხევის არსებობდეს, მიზეზი იყოს.ვდგავარ და ვწუხვარ, დიახ, ვწუხვარ, არა ხარ აქ რომ...სიჩუმე – ვინმეს აყვირებას ყოველთვის ითხოვს,სინათლე - განწირულია, რომ ოდესმე ჩაქრეს.ახლა ვიღაცამ კალენდარზე დღე ჩამოხია.ნეტა, მოთოვოს, ამ ფინჯანშიც თოვლი ეყაროს,მერე უბრალოდ, სულ უბრალოდ შენ რომ მოხვიდედა მე და თოვას საკოსივით გადაგვეფარო.ვდგავარ მარტივად, სულ მარტივად ვდგავარ. ფანჯარა.მინდა მოთოვოს ამ მაისში, მინდა, რომ მოთოვოს, რომ არცერთი, სულ არცერთი ქუჩა არ ჩანდეს,არ ჩანდეს ქარი, ეს ხეები და არც ის მოტო.

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი