↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** გაშალე შენი დასაკეცი გზა

ნადირაძე ნინია

2023-04-131 წთ საკითხავი3248 ნახვა

—
გაშალე შენი დასაკეცი გზა.გაშალე ნავი.მე გავშლი მთის წყალივითხისტ თმას,შენ რომ იარო.მომენდე, თვალებდახუჭულიცარ გაცურდები.მე არ ვიცოდი სიმშვიდის მისამართიდა გაყინული ტბების გეოგრაფია.მე ვიცი, რომ იაპონიაც დასაკეცია,შეგვიძლია სადაც გვინდა იქ არსებობდეს.გაშალე შენი დასაკეცი გზა,გაშალე ნავი.მე გამოვკვებე ეს სიტყვები,როგორც მიწა, წვიმების შემდეგ.დავხუჭავ თვალებს და ვიტყვი:„წამიყვანე გაყინულ ტბებთან,წამიყვანე გაყინულ ტბებთან,რომლებიც ჩვებ ვართ“.

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი