↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** როცა ხე ვიყავი

ნადირაძე ნინია

2023-04-131 წთ საკითხავი3247 ნახვა

—
როცა ხე ვიყავი, არ ვიმეორებდი სიტყვებს წამდაუწუმ,არ ვკვებავდი წყლითა და პურით,ჩემი წილი მზისა და ჩრდილის ამარა ვიყავ,ჩემი წილი დგომით და რხევით.არც სახლები იდგნენ წყალში,და თავის ნაცვლად, სხვა სახლებს არ ირეკლავდნენ.არც ქალაქები მონაცვლეობდნენ, თარიღებივით.არც მშიოდა. არც ვიძინებდი.არც სიზმრებს ეკიდათ ცეცხლი შუა ზაფხულშიდა არავინ იმსახსოვრებდა დღეების რიგს, არც საათებს.როცა ხე ვიყავი,წყალი თებერვალს მოჰქონდა,მზე - აპრილის ანგელოზებს.ახლა კი, ჩემო სულის ხეებო,იარაღივით უნდა ავისხა მოთმინება, მოლოდინიდა ჩემი ცხოვრება - დაუქოქავი მუსიკალური სათამაშო.

ნადირაძე ნინია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი