პოეზია · ლირიკა
*** სადაც ქარია
სადაც ქარია, იქ იზრდება შენი ლოდინი,სადაც ხელები ცხოვრობენ და იძინებენ,იქ დამიძახე.ცხოვრება ხომ სავარჯიშო ველოსიპედია,გგონია, მიაქროლებ,სინამდვილეში კი მიწას ატყუებ.არ მოგატყუებ.და მაშინ,როცა გაიზრდება და აღარ დამიჯერებსჩემი სიყვარული,გეტყვი, რომ:სადაც ქარია, იქ ვდგავარ და შენს წილ ჩემ თავსჩუმად ვამშვიდებ, გადარჩენილი რომ დაგახვედრო.