↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისეთს რას გეტყვი შენ

გოგიბედაშვილი დავით–დეფი

2026-07-181 წთ საკითხავი1237 ნახვა

—
ისეთს რას გეტყვი შენ, რომ არ იცოდე,ან რაღად გინდა სხვა რამის ცოდნა,ისმენ ხმას სეტყვის, ალბათ იმ დრომდესანამ ხარ წმინდა, ზვარაკიც ცოცხალსმიაგავს მსხვერპლად შეწირვის შემდეგდა თავდაყირა ღრუბლები წვანან,ღრუბელი გახდა სამოთხის მეკვლედა მწვერვალებზეც სვანური ნანადაუსრულებლად თოვლებს მიიფენს,ზაფხულობით კი მიიფენს სევდას,ხმაურს სუყველა ბგერა, იისფერსადებს ყვავილს და პასუხი ეთქვასნეტავ კარნახით, იმ სიმაღლიდან,სამ სიკვდილს იტევს ერთი სიცოცხლე,როგორც კალმახი ზემოთ ავიდათან აგიყვანდი, მე რომ ვიცოდესად გინდა ყოფნა, ჩემთან თუ სხვაგანღმერთს სხვა სავანე არც კი უშვიადა გაუვიდა სიკვდილსაც ვადა,სულს იგულებდა, სული გულში აქვსყველა არსებას, ყველა სახებას,მე ალბათ ზოგჯერ გიჟი გგონივარ,რადგან ის მხარე სულ მეზრახება,ხან უაზროდ და ხანაც გონივრად,ღამე სინათლედ დამეღიმებირამე ამბებით თუ გული დამწყდა,თითქოს პერანგზე ამწყდა ღილებიცდა ოთხი მხარე შეიკრა სამ ცადდა ტკივილებიც მკბენენ ორმხრივაცდა აქამდე რომ ვითმენდი რამდენსდა სხვა ქვეყანა როცა მომხიბლავსდა საქართველოც რომ წაიყალბებს,რომ წაიმღერებს თავის ნაბოდვარსმრცხვენია, ყროლიც ზემოთ ავიდა,მაგრამ შენი ხმა, მაინც რას მოჰგავს,ნუთუ ვარსკვლავებს, იმ სიმაღლიდან.
გოგიბედაშვილი დავით–დეფი

გოგიბედაშვილი დავით–დეფი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი