პოეზია · ლირიკა
კოცნა
თავი გავხადე სიცოცხლის ღირსი,ალბათ ვგიჟდები, როგორ მომწონხარ,სიბნელის შიში დავძლიე, ვიციუკვე ჩემთან ხარ კოცნის უცხო ხმად,
ქარმა აშიშვლა სიმინდის ტარო,სიზმართა ვერცხლი და ოქროს წვიმაც,ის ფრთხილი კოცნა რას შევადარო,ის ფრთხილი კოცნა წყარომდე მივა
და წყაროც ივლის, ივლის მდინარედმდინარეც ივლის ძვირფას თვლებითვე,ზაფხულის სევდა, ივლისის მხარე,ზაფხულის გულით მზეს მივერითმე,
მზემ კი უმანკო ჩრდილით შეამკომდინარის ტანი, მთელი ცხოვრება,დღეღამ იცვლება სიტყვათა წყობა,ნუთუ კოცნებიც არ მეორდება,
ნუთუ ოცნებით თავს არ იწუხებსმეოცნებეთგან უპირველესი,თავს იბორკილებს, იდებს მარწუხებსდა მაინც ცოცხლობს, ვერ კლავ, ვერ ესვრი,
ვერც ხელს შეახებ, ვერც მოიტყუებდა ვერც მიხვდები სადა ხარ, ვინ ხარ,თავს დაიმუნჯებ, თავს მოიყრუვებ,თუ გინდ კითხვაზე პასუხი გითხრას,
ღვთის ანგელოზმა, ვინც გინდა იმან,გინდ სიკვდილის წინ პირისპირ დადგე,ისევდიანებ პირწმინდა მიწადდა ღრუბელ-ღრუბელ გვირისტით წამსვლელ
ქარს გააყოლებ სუნთქვას ფეხდაფეხ,იმ ერთად-ერთი კოცნისა მსგავსი…როცა ვერ დაწვავ, როცა ვერ დახევ,ცას მოეკიდა ღრუბლების ხავსი
და ჩემი სუნთქვაც თან აიყოლა,ზედ ააბნია ვარსკვლავთ სამკერდედ,თითქოს იყო და არა იყო რაის ერთი კოცნა, თითქოს ვსვამდე რძეს,
ანდა წყალს ვსვამდე მდინარის პირას,მაგრამ წყურვილს კი, ვერ ვინაყრებდე,ბაღჩა საზღაპრე ვინ დაითმინასხვა შესართავი სხვა მდინარემდე,
ვინ მოიარა, ისიზმრა როცადა მოილოცა ძვირფას თვლებითვე,შენ ღამით დაგრჩა ჩემს ტუჩთან კოცნამე კი სიჩუმეს ხმად მივერითმე,
დავიმარტოვე თითქოს სამყაროცდა ერთი პატარა ნაწილი მისიქარს ავატანე და ახლა ვხარობ,თავი გავხადე სიცოცხლის ღირსი.