↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვირილები

გოგიბედაშვილი დავით–დეფი

2026-07-181 წთ საკითხავი1237 ნახვა

—
წალკოტებს გავდა, გავდა მთებს, მოგზაურობა თავისკენ, მეცნო,ტალღა–არხები გადავრთე, ბიბისი, ემტივი, რუსთავი, მეცცოდა დამიბუჟდა სხეული, ფიქრი, უწონობისას ძილში დავყვინთე,თეთრი სამყარო მესიზმრა და გვირილების სიყვითლე,
მერე კი ძლივს გავიღვიძე, სიზმარს სამი დღე ვიხდიდი,გავშიშვლდი, როგორც მუსიკა და როგორც ბოსხის ტრიპტიხი,სიმბოლოებად გადავიშალე, გადავესუნთქე მთვარეებს, ნისლებს,ხან მწვერვალების მომგავს ნიშანი, ხან სიგიჟეებს ვამბობ ან ვისმენ
და ახლა ჩემს წინ ხიდი იშლება, იქიდან აქეთ დამაქვს სიტყვები,სიტყვებს სხივები ოქროს ნიშნებად ადევთ სახეზე, ჩრდილებს მივყვები,რათა მოგაგნო ყოველი მხრიდან, გამმა განახო იმ უცხო ფერთა,ყოველი მგზავრი თავს დაიხრიდა შენს წინაშე და წინ დაგიფენდა
თავის საწუთროს შორი ქვეყნების, ვარ მეც მათ შორის, შორეთს მივყავარ,ვეყრები ღრუბლებს, ვენახებს ვეყრები და ახლა ამწუთს რომ მავსებ და მიყვარხარ,კვლავ მიბუჟდება სხეული, ფიქრი, უწონობას ვგრძნობ, ძილში დავყვინთე,მე იქ მომელის თეთრი სამყარო, შიგ გვირილების სიყვითლეც.
გოგიბედაშვილი დავით–დეფი

გოგიბედაშვილი დავით–დეფი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი