↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ ითქმის

გოგიბედაშვილი დავით–დეფი

2026-07-181 წთ საკითხავი1232 ნახვა

—
ერთ ამბავს გეტყვი, შენგანაც მოვისმენ,თუმცა არ ითქმის, თქმას კი ვაპირებ,ჩქამია სეტყვის, სეტყვაც როდისმე,როგორც მაქციებს, როგორც ვამპირებსთავებს აჭრიან, ცოცხლად მარხავენ,ერთ მშვენიერ დღეს ცას გადაიფხრეწს,მთვარე მაქციამ სიზმრად მაქციადა სიზმრის აზრის ვემსგავსე მიმხვედრს,ძილისპირულზე მოვნახე მხარე,ისიც შორია და ჯერ უთქმელი,როგორც ხარები აღმართებს ხნავენისე სიტყვებსაც კლავენ ფურცლები,ჩემი სიკვდილიც გვერდით დამყვება,გაშლილი ხელის მანძილზე თითქმის,მოსისხლე მტრები იქცნენ მაყრებად,თქმას კი ვაპირებ, თუმცა არ ითქმის,არ იწერება, არ იფიქრება,არ გამოითქმის არცერთ ენაზე,ყველა ის განცდა და ის ღირსებამამა მთვარეს და შვილად დედა მზეს,რომ დამანახებს ხილვას შორიდან,რომ მიმანიშნებს და ისევ ქრება,დრომ გაიარა, მე ძღვენს მოვიტან,ხომ მოვიმგოსნე ცა ძვირფას თვლებად,ხომ გავუძელი სამივე ხიფათს,ცეცხლსა და წყალს და დიდების საყვირს,განმარტოებაც ასე რომ მიყვარსსულსა და სხეულს შორი-შორ გაყრისთვით სიმარტოვე, ცოცხალი ღმერთი,ის უხილავი და ის უთქმელი,ვინ მივატოვე, ან ვინ რას მეტყვის,თაფლი, საუნჯე, ყვავილ-ფუტკრებისთუ დავურიგე ყველა ჩემ შემხვედრს,ეშმაკს კვირტებად გვირგვინი თითქმისთავზე დაუდგამს, ჭეშმარიტება...თქმას ვაპირებდი, მაგრამ არ ითქმის.
გოგიბედაშვილი დავით–დეფი

გოგიბედაშვილი დავით–დეფი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი