პოეზია · ლირიკა
აღმართი
განა ცოდვა მაქვს, ანდა სიწმინდე,ორივე ერთად მე განმასხვავებს,მთების გარშემო სანამ ვივლიდესულს ვიმწვერვალებ და როგორც ყვავებს
ზოგჯერ აკრძალვის დარღვევაც უყვართ,ერთი დღე დავრჩი, შენივე ხათრით,შენი ხმა გავდა მდინარის სუნთქვასდა ძველ ფრესკაზე ნაცრეცი კაციც
ძველ სასმისებით ბახუსს ჰგვანობდაგაუთავებელ ორგიებს ვხედავდა მიღმიერი საბაღნაროთგანსურნელება მცემს...მომხვიეს ხიდან
ათლილი კანი, შემმოსეს წმინდად,ჩვენ სიშიშვლეთი ვგავართ ერთმანეთს,სიზმარმაც თითქოს გული დამწყვიტა,მთებმაც, ზეცასთან აიმწვერვალეს
და დავადექი ახალ აღმართებსიქიდან კიდევ აღმართნი ჩანან,ან რას მიშველის, ან რას დამმართებსშენი ალერსი, მისიზმრე ჩქარა
და მომიყევი რა ნახე, როგორ,რამდენი უნდა ვიარო კიდევ,რა სიმაღლეებს ავაღწევ, ოღონდჯერ არ მაჩვენო სამყაროს კიდე,
იქ უნდა დავდგე ისევ შიშველიდა ახლა ზეცაც ჩამოდგა ახლოს,წინათგრძნობა მაქვს, თითქოს შიშს ველიველი სიხარულს... და ხელიც მახლოს
თითქოს მოუნდა ღრუბელს და... სველითავისი ტანით უნდა რომ მთხოვოსამაყი ვიყო, მე ვარ მთასვლელიწვიმას ვინც შერჩა აღმართის ბოლოს
და ეს მწვერვალი თუ განმასხვავებს,თუ აქ ამოხვალ გავიყოფთ სუნთქვას,რადგან აფრენილ ლომებს და ყვავებსზოგჯერ აკრძალვის დარღვევაც უყვართ.