↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კვიპაროსები სევდის ხეებია

გოგიბედაშვილი დავით–დეფი

2026-07-181 წთ საკითხავი1239 ნახვა

—
კვიპაროსები სევდის ხეებიადა გარდაცვლილთა სიმშვიდე ახლავთ.რამე უთქმელი თუ დამრჩენიახეები მეტყვიან ამწამს და ახლა.
თუკი მათ შორის ბილიკს გავყვებიდა ის სიმშვიდე ჩემშიც შემოვა.ვწონასწორდები შენი თანხლებითდა აღარ მიკვირს თურმე შენ რომ ვარ.
კვიპაროსები. სევდა და სიჩუმე.საფლავზე დაისი ყვავილად გაწვადა ის ყვავილი შენთვის ვიჩუქერადგან მე ვცხოვრობ ახლა და ამწამს.
რადგან ავყურებ თანავარსკვლავედსდა ჩვენთვის ნაცნობი ნათება მხვდება.ყოველთვის სხვებისგან გამოგანსხვავებბგერის ფერებად, სინათლის ხმებად.
ყოველთვის ვხვდები რაღაც საზღაპრეთს,როცა ვკვდები და ვცოცხლდები ისევ.თითქოს ხეებმა ჩრდილნი დამარხესერთი ჩრდილი კი სინათლით ივსებს
საკუთარ იერს და ისევ ქრებადა ისევ მესმის ხმა შეყვარების,ოქროდ იწნება ხმა ძვირფას ქვებთანმე ხომ ყოველთვის შენ მენატრები
და თითქოს მიწაც ხეების სევდითჯერ გაიჟღინთა და მერე დალბადა შენს გარეშე თუკი ვიქნებიმეც გარდაცვლილი ვიქნები ალბათ.
გოგიბედაშვილი დავით–დეფი

გოგიბედაშვილი დავით–დეფი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი