პოეზია · ლირიკა
ადამი
I
ევა ჩემშია. მე ადამი ვარ.მე დამაძინეს ღმერთის მახლობლადდა დამასიზმრეს ევა და მინდაისევ ვიგემო, ტანთ რომ მათბობდაისეთი სიცოცხლე, ისეთი, ისეთი,როგორიც მქონდა, ადრე, სულ ადრე,როცა კი გავჩნდი, მიზეზთა მიზეზითდა როცა ლილეს ცოლობაც ვკადრე,
II
და რომ დამთანხმდა და რომ გამომყვადა რომ მიყვარდა და აღარ ვიციდა აღარ მახსოვს დღეს ვის გამო ვარმთელს სამყაროში სიკვდილის ფიცითისევ ცოცხალი, ისევ მჯდომარე,ბაღის ნაპირას, მდინარის ახლოსდა მომლოდინე, სიზმრით მთოვარეს,როდის მექნება სულსაც რომ ათბობს
III
ისეთი ხვედრი, რომ დავივიწყოლილე თუ ევა, კრთომა თუ შიში,ქარიც ნაბიჯებს ჩრდილივით მიწყობსმე ადამი ვარ, ჩემსას არ ვიშლი,ჩვევას თუ სურვილს, მინდა და მორჩა,ასეთი გავჩნდი, ნებით ან განგებ,სადაც მე ვცხოვრობ წმინდა ცა მოჩანსდა ყოველდილით ღრუბლებით ვაღებ,
IV
მთელს სამყაროებს, უთვალავს, ხან ერთს,ევა ჩემშია, ლილე კი წავიდაუკუნეთ მხარეს, მეორე მხარესჩემზე ნაწყენი, ან იმ წამიდან,როცა მაჩუქეს მე თავი მისიდა აღარ მახსოვს სიზმრად თუ ცხადად,მაგრამ მიყვარდა მთენთავი ნისლითბგერები, ფერები, შვიდი ან ცხრა და
V
ევას კი მოაქვს რაღაცა ხილი,ხილია მართლა? თუ არის კოცნა?და მე ვიგემე და მე გავიგედა არ მჭირდება ჯდომა და მოცდადა უკვდავებაც აღარ მჭირდება,მე ვამჯობინე საგნების ცნობა,საგნების შინაარსს, ამბების შინაარსს,სამყაროს შინაარსს ვიგებ და მორჩა,
VI
დავტოვე სახლი, სიზმარი დავტოვე,მაგრამ გავიგე თურმე რა ხდება,ან როგორ ხდება, ახლა მარტო მემარტო მე დავრჩი, ძე გავხდი, ევაცხოვრებას ნიშნავს, ლილე კი არ ჩანსდა აღარ მოჩანს აქედან ბაღიც,სამაგიეროდ სამოთხის ნარჩენსთან დავატარებ, მიწასაც დავღლი,
VII
ჩემი ნაბიჯით, ქარიც ხომ ფეხს მიწყობს,ჩრდილებთან ერთად, ჩემს ცოლთან ერთადყოველი დღე უნდა თავიდან დავიწყო,წილნაყარი ვარ მიწასთან, ღმერთთან,მახსოვს არ მახსოვს, ლილიტი ევამდეპირველი ცოლი, ლილე ან ლილიტგუშინდელ ვარსკვლავზე მივითვლი დღევანდელს,უამრავ ვარსკვლავებს ღამით ან დილით,
VIII
შვილებად მივიჩნევ, აქვე დავსახლდით,თითქოს მარტონი, ამხელა მიწაზე,თითქოს ვარ ათასიც, მილიონიც ვარ,რწმენა ჯერ დავკარგე, მერე კვლავ ვიწამედა დავაკვირდი და შევიცანიკაციც და ქალიც, ფრინველიც, ცხოველიც,ყოველი არსით, ვეტკბილე, ვემწარე,სახელი ვარქვი და მაინც რომელი
IX
რომელი ერთი, რომელი ერთი,გამიგებს დღეიდან, რატომ, ჰო რატომ,რატომ ვარჩიე მტვერი, ცას ერთვისმარტომ ამქვეყნად, მარტომ? ჰო მარტომ,მოვისიცოცხლე იმედი, ნატვრა,ჰაერზე ვიარე, წყალზე დავწექი,მერე მომინდა კლდეების დაძვრადა ცეცხლზე დგომა, სიტყვებს დავწერ, კი –
X
ევა ჩემშია. მე ადამი ვარ.მე დამაძინეს ღმერთის მახლობლადდა დამასიზმრეს ევა და მინდაისევ ვიგემო, ტანთ რომ მათბობდაისეთი სიცოცხლე, ისეთი, ისეთი,როგორიც მქონდა ადრე, სულ ადრე,როცა კი გავჩნდი, მიზეზთა მიზეზითდა უკვდავებას უარი ვკადრე.