↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხევზედ მიდიან ნისლები

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2011-06-121 წთ საკითხავი21093 ნახვა

—
(სიმღერა)
ხევზედ მიდიან ნისლები,გაჩქარებულნი, მღერითა.როგორ ხარობენ ტივლები,რომ მიწას ჰფარვენ ბნელითა!ვეღარას ვხედავ ბეჩავი,გამიქრენ წვერნი მთისანი;ვაჰმე, ვეღარა მწვდებიანსათბობლად სხივნი მზისანი.ბარემ მეც ჩამთქით, ნისლებო,დამნაცრეთ, დამაფერფლეთო,თვალნი დამთხარეთ, გულისაცსადილი გაიკეთეთო.სად მიხვალ, სადა, ყორანო,შენ მაინც შამიბრალია,მიამხანაგე, გენაცვლე,ყრანტალით გამახარია!..წავიდეთ, ერთად წავიდეთ,მოვშორდეთ მშობელს მხარესა,ნუღარ ვიხილავთ საყვარლისჩვენის ქვეყნისა მთა-ველსა.წავიდეთ, გადავიკარგნეთ.დავსთელოთ სხვისნი არენი!ვანჩქლიოთ, ერთად ვანჩქლიოთცრემლის წყარონი მწარენი.
1886 წ.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი