↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აკაკის საიუბილეოდ

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21097 ნახვა

—
მშობელი ქვეყნის მოზარევ,უნდა გიმღერო მთურადა.იმავ ჭირით ვარ სნეული,რაც შენ გატყვია წყლულადა.რა ვუყოთ?! ბედი, შავბედითუმცა გვექცევა მგლურადა,მაინც ვაჟღერებ ჩონგურსამტარვალთა შესამუსრადა,შენს სამახსოვროდ, მოხუცო,თავს ჩაჩქნად დასახურადა!თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,მიიღე, სარეკელასიროგორც წისქვილში რაკუნი,ეს ჩემი შენთვის მოძღვნილისალამი, გრძნობის ნაჟური.დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!ილიაც მესაუბრება,უნდა დავუგდო მას ყური.
დავალებული გულისაუნდა ამოთქვას ენამა:წყლულები საქართველოსიგაიგო შენმა სმენამა.მეც ამატირა ბევრჯელაშენს თვალზე ცრემლის დენამა.ნეტავი, ბევრი გაზარდოსშენისთანები დედამა!რომ მიყვარს მამულიშვილი,დაე იცოდეს ყველამა,გადაგვარების მოსურნეშაჭამოს ტურა-მელამა!მადლობელი ვარ გულითა,შოთაის სულის ლხენამა!სამშობლოს სამსახურისთვისჩანგი გიკურთხოს ზენამა!
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი