↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ყვავილი კენჭიდან

სამნიაშვილი ლელა

2010-08-121 წთ საკითხავი2249 ნახვა

—
ლამაზი მაინც იყოს "გონება" -ფოსფორი და ათინათი გადასდიოდესნაოჭებიან ზედაპირზე,
გულის ფორმა მაინც ჰქონდეს -ტკბილეულის ჭურჭელად რომ გამოდგება,ან პირდაპირ - გასათლელ ვაშლად.
არც ნათლობა იორდანის წყლებითდა არც მედინას ცეცხლი -მკერდის ზემოთ არ აღწევს.
"ირმის ნახტომიდან" - მტვრის ნამცეცამდეყველაფერი ელავს, კრიალებს."გონება" კი უცნაური, შავი ბუდეა.
თვალი რომ ახლოს მიიტანო,ყური დაუგდო, შეიძლება რაღაც ურჩხულმაგამოგტაცოს ფერებიც, სმენაც.
ახლა კიდევ ისე ფეთქავს -უვნებელად, აქეთ შეგრცხვება -ასე უშნოს თვალს რომ არიდებ.
შენი იმედი - სასაცილოა.ეს იმას ჰგავს, კენჭიდან რომცდილობ, ყვავილი გამოიტყუო.
რომც იჯადოქრო, მოახერხო -რას გამოიტან - გვირგვინზე ღერომოხვეული,მოკუნტული ნიჟარის გარდა,
გადატყავებულ ფურცლებით დამყიფე ყუნწით, - სინანულით რომ გედებახელისგულზე ჯადოქრობის აღარმოსურნეს.
ყვავილები შემოგცინიან -გარშემო - მინიბაზრებიდან,გზისპირებიდან - ღონიერი, საღი ფერებით.
გაუცინე. გაუცინე. გზა გააგრძელე.სამიზნემდე იქნებ ეგ შუბლი - დანაღმული -დრომ და სივრცემ ვერც შეგამჩნიოს.
სამნიაშვილი ლელა

სამნიაშვილი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი