პოეზია · ლირიკა
ჩეჩენი გოგოს ლექსი
ეს ჩემი სული ცეცხლთან არის შეწყვილებული _შავმა ამიკრა ბაგე და სუნთქვა.კლდის მიწაზე რომ დამითესეთ ნაღმის პურები,უბეში მიდევს და თითებით ვეფერები -ჭაბუკი ქმრის მკვდარი მკერდივით.
არც წამწამი, არც ცრემლის წვეთიარ მოწყდება რკინის გუგას. ჩემი ნაწნავიდახვევია ალაჰის მაჯას. კლდის ნატეხიმიდევს უბეში და თითებით ვეფერები,ჩემი შვილის მკვდარი შუბლივით.
მე ვარ მძევალი ამ მძევლების. მძევალი -ტაშის ექოებით სავსე დარბაზის - კლდის დარბაზებშიმომსკდარი ტყვიის ექოებით, ავი ზარით რომ იფარება.უბეში მიდევს სიძულვილი და თითებით ვეფერები,როგორც ხსოვნას ჩემი მკვდარი სიყვარულისას.
მკვდარი სამშობლოს, მკვდარი ღმერთის,მკვდარი ქალის კივილი - თქვენთვის სასურველი -მკვდარია ჩემში; და ჩემი ტვირთიც - თქვენს ტრამალშითუ ჩაიმარხა, ალალი იყოს - ნაღმის პური,კლდის ნატეხი, სიძულვილი - ამოცლილი ჩემი უბიდან.