↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "შენი თვალები - ტბებიანებია"

სამნიაშვილი ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი2295 ნახვა

—
შენი თვალები - ტბებიანებია -შიგნით მარილის კვნიტებიც ტკბებიანდა მეც კენჭივით ვისროლე მოწყენა.
სიტყვები - თავნება და ვნებიანი -ახლა გრძნობებზე ბევრად ნაკლებია,მე კი ჯიუტად მინდა, რომ მოგწერო -
ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -სიფხიზლეს ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.
უშენოდ - უშნოა - რაც ადრე ბრწყინავდა -გზები და მზეები - ყველა წინა დღის -ამ ძილისათვის მეთმობა.
ვარსკვლავიც დაეწყო - თავისით - კრამიტად -ხედები - ტბებია - სარკმლიდან, კარიდან -ეს გავს უთხოვნელ შენდობას.
ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -ლექსებსაც ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.
14/08/2012
სამნიაშვილი ლელა

სამნიაშვილი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი