↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მიყვარხარ მაგრამ ამ სიტყვას დღემდე

ჭილაძე ოთარ

2001-09-121 წთ საკითხავი40789 ნახვა

—
მიყვარხარ, მაგრამ ამ სიტყვას დღემდე,როგორც სისხლიან დანას ვმალავდი,დანას, რომელიც მკვლელობის შემდეგ,შემომაჩეჩეს ხელში ძალათი.
ახლა კი მინდა აღმომხდეს იგი.ვით ბოლო ოხვრა მომაკვდავისა.აღარაფერი არ დარჩა ირგვლივ,თვალმა და სულმა იცნოს თავისად.
მოხდა, აღსულდა, ბოლოს და ბოლოს!დამთავრდა კიდევ ერთი ცხოვრება.ამქვეყნად ჩვენი ის არის მხოლოდ,რაც სამუდამოდ გვემახსოვრება.
1989
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი