↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კეროლაინი. დედა აფრიკა

სამნიაშვილი ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი6148 ნახვა

—
ჩემი უგანდელი მეგობრისკეროლაინ ლამუოკას ხსოვნას
მოძრაობიდან გამოძრომას სჭირდება ძალახორცის ძვლებამდე დასვლის, ფილტვების შეშუპების,ციებ-ცხელების, ან თვალწასული წყაროს სიწმინდის.
აბრეშუმიდან ამოცლილი ძაფია სუნთქვა.შავ აბრეშუმს არც დაემჩნევა. გადავიხვიოთ თითზე,დავწყვიტოთ. გამადიდებლად მზე დავადოთ, რომ დანახშირდეს.
ასეც – მუქია, ისეც – მუქია. არაფერი არ დაემჩნევა:კონტინენტი – დედა ფუტკარი, რომლის საშოშიციდო ჩვენი პირველი ჩონჩხი. სიშავემდე ოქროსფერია.
ის მწიფდება ყველაზე ადრე. ის იზრდება,ის ბერდება ყველაზე ადრე. და ყველაზე ადრე ვივიწყებთ.ხის ნიღაბს ვადებთ მუქ სახეზე თვალდაუხუჭავს.
კეროლაინ,შენი ქვეყნის თოფიანი შავი კაცები – ახმახები,თოფიანი თეთრი კაცების სილუეტებში ვერჩატეულნი,მშიერი ძვლებით – მზის მენჯებში რჩებიან მარად.
ზედ აკვრიან ბავშვები ქალებს, რომ რძის გაშრობისშემდეგ პურად ლოღნონ მათი დამდნარი მკერდი,მაშინ როცა ძილისპირულს ამღერებენ ძიძა მანქანებს –
ოკეანისმიღმა დედები. ბავშვები – ძიძა მანქანებისგან –შენი ქვეყნის სიმღერებსაც ისმენენ ზოგჯერდა გონიათ, რომ ლამაზი ზღაპარია – სიშავემდე ოქროსფერია.
შენგან სიტყვაც კი აღარ ისმის. როცა ისმის,ეს არ არის შენი სიტყვა – თბილი და სადა, გულალალი, როგორც აფრიკა,სადაც სიცხე დროს და ჰაერს დღემდე ადედებს,რომ სულები დარჩეს ხილული
სამნიაშვილი ლელა

სამნიაშვილი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი