პოეზია · ლირიკა
კონტრაბანდა
ჯოჯოხეთში არ მიშვებენ:ყოველ ჯერზე _ ოკეანე შემაქვს კოლბით,
როიალის კლავიშები _ ჯიბით შემაქვს;არ მიშვებენ: პოეტური ეშმაკობით _
რას ვაჯობებ ეშმაკობას;და სამკბილა იასამნის ციცქნა მარცვლებს _
ფრჩხილებიდან მაცლიან და არ მაცდიან _კოცონისკენ _ თაღებს გავცდე;
კოცნა შემაქვს. არ მიშვებენ _ სამოთხეშიც:თითო ტკივილს თან ვიტოვებ ყოველ ჯერზე;
და როდესაც პოულობენ, _შერცხვენილი _ პოეტობას ვიმიზეზებ.