↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კრისტალიდან

სამნიაშვილი ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი2250 ნახვა

—
სიცხეში - გამთბარი - რა დასალევია -წყალი, თუ ყინულის კვნიტი არ წკრიალებს -გრძნობაში, რომელიც გადასარევია.სამშობლოს ოხშივარს ვისუნთქავ კი არა -უკვე სასულეში გადამცდა. ავყრიდი -გრძნობიდან - ქვაფენილს. ვიცი, რომ გამიგებ.და აეროპორტში ბოლო წუთს ნაყიდიქართული ღვინო რომ გაფრენის განრიგებსდა ცას გადავასხი და რკინის ფასკუნჯებს -ამაზე გიამბობ მშობლიურ კაფეში.და მიკვირს, ეს ღელვა რატომ არ მამუნჯებსდა ვიცი, ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეშვი -სხვა მონატრებისკენ. რა დასალევია -სიცხეში - გამთბარი წყალი. და ამიტომამ გრძნობას, რომელიც გადასარევია -მე ისევ ყინულის კრისტალში ჩაგიტოვ.
სამნიაშვილი ლელა

სამნიაშვილი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი