პოეზია · ლირიკა
დაბრუნებამდე
”შენს მუჭში ხელი დამეღალა” –უცაბედი ღალატივით ფიქრია, როგორც –”სამშობლოში ვერ ვიკეტები”.
ფილიპინელი გოგო რომ ვიყო,ვილოცებდი დაძინებისას, რომ ჩემი სოფლის ახლოსვულკანს გაღვიძებოდა და მეცეკვა საკუთარ ფერფლში.
ირანელი გოგო რომ ვიყო,შუა ქუჩაში მოვიხსნიდი ამ წუთს - თავსაფარსდა თვალებზე შემოვიხვევდი.
როგორც სადგურზე გადამსკდარი ჩემოდანი,ნივთები და ტანსაცმელი რომ სცვივა, - უნდაჩავაპირქვავო, ჩავკეტო წუთი;
გამახსენდეს, რომ ვდგავარ სადღაც –გალერეაში; უზარმაზარი ნატურმორტი მათვალიერებს, -ტკბილეული ლამისაა სათითაოდ ამომაცალოს;
გამახსენდეს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია დაბრუნება,რომ ჯერ კიდევ შეგიძლია დაბრუნება;გამიცოცხლდეს შენს მუჭში – ხელი.