პოეზია · ლირიკა
გაფრენა. ლილიტი
კისერზე - ფოტოაპარატი -ჭკვიანი ლულა -არ კლავს, აშეშებს;
რომ გქონოდა ასე შებმული -იმ ბიბლიური განცხრომის და მხიარულებისბაღში, კადრების გადარჩენას -ალბათ შეძლებდი.
ახლა კი მხოლოდ ქარაგმებში უნდა ეძებდეწარსულს, რომელსაც ანაბეჭდი არ გააჩნია.
ზღაპრებს - მითები დააფარო, მითებს - ლექსებიდა ანარეკლის ანარეკლი გადაარჩინო.
არ გაქვს არცერთი კომპრომატი წასვლის, დარჩენის.თითს ვერ დაადებ. მითუმეტეს, სხვას ვერ აჩვენებ.
იყო ადამი. იყო ევა. და იყო გველი.შენ კი - ოთხივე მხარეს -თუნდაც, ეშმაკთან გევლო.
და მაშინდელი შეკითხვების დასმაა ჯერაც -თუ ეს სახლია,რატომ არ აქვს ამ კედლებს ჭერი?
ასე გადაწყდა -გადარჩენის შეუძლებლობამისთვის, ვინც ეჭვის ჭიან ვაშლებს ჭამდა მანამდეც,ვიდრე სამოთხეს გველის მატლი შეუძვრებოდა.
მოკბეჩდა. თვალებს ფოთლებს შორის გადამალავდადა სათითაოდ ისრუტავდა ზეცის ძაბრიდანსიტყვებს.
და ბაღსაც დასცქეროდა, როგორც ლაბირინთს,რომელსაც ჰქონდა სახურავი,მაგრამ გაფრინდა.