↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ჩემს ღვთაებად

სამნიაშვილი ლელა

2020-08-121 წთ საკითხავი2262 ნახვა

—
ჩემს ღვთაებად ავირჩევდი არტემიდას,მაგრამ სული შემიყუჟეს ქალაქს - მშვიდად;მთვარე თვალით ჩამოვხსენი ანტენიდან,აღარც მთვარედ აღარ ვარგა, აღარც მშვილდად.
ნუ გგონივარ ჭკვიანი და საქმიანი,შეიძლება ეს მითებიც დაგაყვედრო,ჯინსებიც და პოლიტიკაც - ლაქიანისარეცხივით შევატოვო თოკს და ვედროს,
პაემანზეც არ ჩამოგყვე ღრუბლის დაბლა,თუ ჩამოგყვე, ხეტიალი გთხოვო დაღლილს,სადილადაც მოგიმზადო შუბლის დაფნა,დესერტადაც აღარ გავცდე თოვლის ნაყინს,
და თუ გავცდე, ყველა ნამცხვარს - ალუბალი -გულისგულში ჩავუმალო - ტკბილად მჟავე...შენ კი მხოლოდ გეღიმება, და უბრალოდ,მეკითხები: “ასეთი რა დაგიშავე?”
სამნიაშვილი ლელა

სამნიაშვილი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი