↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Carpe Diem

სამნიაშვილი ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი2276 ნახვა

—
ხომ კარგადაა ყველაფერი? ხომ ვუტრიალებთწრეს - შეგუებულს - არც ვამრუდებთ,არც ვხსნით რკალებადდა იდეების ფლაკონებიც, ფუტლიარებიც -აწყვია და არ განიცდიან, თუ ეკარებათმტვერი. მტვერი ხომ ვარსკვლავებს ჭამს, თუკი მოუნდა -ირმის ნახტომის ჩლიქის მტვერი - ცერზე აგვედოს -დიდი ამბავი - ის ყოველთვის იყო მოდურიაქსესუარი - მატერიის ტკბილი საბედო.
ხომ კარგადაა ყველაფერი? მტვრიან მოკითხვასროგორც წესია, ვერ იტანენ კავალერები.მათ ურჩევნიათ, მტვრის მაგივრად, გულზე მოუთხრო -თითქოს ეს გული ერთი მუჭი კარამელია.ეცადე - მწარე შოკოლადშიც არ აგერიოს.
ნუ დარდობ მტვერზე. აქ და ახლა - ის ნაკლებია.ხელის მარტივი მოძრაობით სულაც, გადაწმენდ.დღეს არის მეტი მყარი ფორმა, მეტი საკვებიდა შეგიძლია შეგრძნებებით გადაამოწმო.
და ყველაფერი კარგადაა. და Carpe Diem.და სდიე წამებს - დაეწიე, ვიდრე მუხლებისულზე გაბია, ჭრელა-ჭრულა კაბებსაც სდიეხან ვიტრინებზე, ხან მუხლებზე და თუ უხდებითერთმანეთს, ერთად გაიყინეთ - სადმე, ფოტოზე.
საქმეებს სდიე - ზორბა პეპლებს - მათი დაჭერაღირებულია, და დეტალებს - სარემონტოებს -სდიე - ბურთულებს - დაცვენილებს ხან თმის სარჭიდან,ხანაც აწყვეტილ ღილებს სდიე - დაჩხვლეტილ წრეებს -ზუსტად ასეთი წრეებით ვართ გამოკრულებიამ სამყაროზე.სდიე, რასაც დღეს დაეწევიდა ნუ ეცდები, ხვალინდელსაც თითი გამოკრა.
იქ სულ მტვერია. მშვიდზე მშვიდი ბრძანება \"Amen\".სათნო თითები, მტვერს რომ თბილი პურივით ჭამენ.
სამნიაშვილი ლელა

სამნიაშვილი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი