პოეზია · ლირიკა
ბალახის სუნი
ბალახის სუნი შერჩა ჩემს ხელს -ბალახს ვაცლიდი ბებიის საფლავს.
დავიბანე ერთხელ, ორჯერ; მთელი დღეა -არ სცილდება ამ ხელს სურნელი.
ასეთი სუნი არცერთ სუნამოს,არც რძეს, არც ყვავილს არ ჰქონია.
ეს სიმშვიდის სურნელებაა.სწორედ გუშინ ვთქვი მეგობრებთან,
რომ მიწას ცეცხლი მირჩევნია, -თავის დროზე ფერფლადქცევა,
განქარება. ხოლო ბებიას -არასოდეს არ ესმოდა ჩემი ხუმრობა.
აი ახლაც, იზრუნა ჩემზე, ეს სიწყნარეგამომაყოლა, ეს სიყვარული - ბალახის სუნის.